მთავარი ციტატა

“გირგვლიანის საქმეზე ჩემს ანგარიშებს გადავხედე და იქ მურუსიძის გვარი ვერ ვნახე”

“მე, ყოველი შემთხვევისთვის, გადავხედე ჩემს მოხსენებებს, სახალხო დამცველის. ძალიან ბევრი ამ მოსამართლის გვარი ამ მოხსენებებში ვნახე, მაგრამ არა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ ბოლო დროს, რამდენსაც ვყვირივართ და ამ მოსამართლეების გვარები როცა ვნახე მე, ისინი იყვნენ მართლა იმ სისტემურ შეცდომებთან, სისტემურ არასწორ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული, რომლის შემოქმედი იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც დღეს შალვა შავგულიძე დგას.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, გირგვლიანის საქმეში ასე მგონია, რომ მეც და ჩემი მოხსენებებიც ვართ ერთგვარი მემატიანეებიც კი… იქ იყო ძალიან ბევრი გვარი, მაგრამ ამ კონკრეტული ადამიანის(მურუსიძის) გვარი მე ვერ აღმოვაჩინე და გამორიცხულია, ეს მე გამომეტოვებინა ან გამოეტოვებინათ ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ”.

სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

TV პირველის ეთერი

იტვირთბა....