ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე  “ქარშეარინგის” პროგრამას, რომელსაც სავარაუდოდ, რუსული კომპანია ახორციელებს ეხმიანება. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ.. .მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში, მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება,” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....