საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით არ შეიძლება გარე ფაქტორების უარყოფა.
ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას, კაკულიამ განაცხადა, რომ მსგავსი რყევები აქამდეც ყოფილა და კურსი დასტაბილურდება.
“ის ფაქტორები, რომელიც ჩევნგან დამოუკიდებელია, მაგალითად თურქეთის ფაქტორი. ამის იგნორირება არ შეიძლება და ეს გაზვიადებული არ არის, თუმცა ყოველთვის ვამბობდი დ ეხლაც გავიმეორებ, ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სადაც გადმორიცხვები სამუშაოდ წასული ქალბატონებისგან ხდება არის ერთ-ერთი მთავარ წყარო დოლარის შემოტანის, მასში ყოველთვის იქნება არასტაბილურობა. ინვესტიციების მოზიდვა არის შეფერხებული. რა თქმა უნდა, ოპოზიცია იტყვის, რომ ეს ხელისუფლების ბრალია და ისინი მყისიერად შეცვლიდნენ ამ მოცემულობას, მაგრამ ამისთვის არსებობს არჩევნები. ის რყევა, რაც ამ ეტპზეა არ არის საგანგაშო. ყოფილა ამ დონის რყევა და დასტაბილურებულა, მით უმეტეს აღმავალი სეზონია ტურიზმის და ვფიქრობ, რომ ესეც იქონიებს გავლენას და რადიკალურ ინფლაციას ფასებთან დაკავშრებით არ ველოდებით”, – განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ლარი 3 თეთრით გაუფასურდა და ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში მისმა ფასმა 2.82 თეთრი იყო.