ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორხელიძე ლარის კურსის ვარდნაზე: გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, არადა, არ შეიძლება, ასეთი ამპლიტუდის რყევა იყოს 

ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნაში ახალი არაფერია.

როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ ყველაფერი კარგადაა.

მისივე თქმით, მართალია ვალუტის რყევა შეიძლება, სულ იყოს, მაგრამ გააჩნია ამპლიტუდას.

მიზეზები:  

ფუნდამენტური პრობლემები იგივე რჩება, პირველ რიგში, ქართული ფულის მასა არ შეესაბამება, ძალიან მწირ,  მაგრამ მაინც ჩვენს ეკონომიკას,  ამიტომაც არის დოლარიზაციის მაღალი პროცენტი, როგორც ჩანს, ახლა  ფული გადის ქვეყნიდან, შეიძლება, ინვესტორებს გაჰქონდეთ, ან გაჰქონდეთ იმ კომპანიებს, რომლებიც, დიდ სახელმწიფო, ინფრასტრუქტურულ შეკვეთებზე მუშაობენ. ფული ცოტაა, როგორც კი მოთხოვნა იზრდება დოლარზე, იმ წუთას, კურსი იწყებს ვარდნას. ეს არ არის ჩვეულებრივი რყევები, ეს არის ფუნდამენტური  პრობლემებისგან გამოწვეული რყევები, რომელსაც უარყოფს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც”. 

შედეგი:

“გვეუბნებიან, რომ ყველაფერი  კარგადაა, არადა, არ შეიძლება, ასეთი მასშტაბის რყევა იყოს.  მართალია, რყევა სულ იქნება, მაგრამ ამპლიტუდას გააჩნია. ფასები მიდის ზემოთ და ყველა ამ რყევაზე საქართველოს მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები იხდიან ფულს, აი ეს ხდება, მეტი არაფერი”.

სეზონი:

“არის გარკვეული პერიოდები, როცა დიდი მომხმარებლები გადიან, შემოდგომაზე კონტრაქტებს დებენ კორპორაციები, ეს წელიწადში ერთხელ შეიძლება, მოხდეს. სხვა ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ბრალია და როგორც კი დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება, იმ წუთას, იწყება ძალიან სერიოზული პროცესი.

ერთი რამ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არის ლარის კურსის ფორმირების პროცესი .შეუძლებელია, ლარის კურსს 2 – 3 ბანკის ვაჭრობა განსაზღვრავდეს, ეს არსად ხდება,სოფლიოში ხდება მხოლოდ საქარველოში”, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ. 

 

იტვირთბა....