ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ თანახმა ვართ თანამშრომლობის ყველასთან, ვინც წითელი ხაზის მიღმა არ არის” – ბოკერია

“მე და ჩემს თანაგუნდელებს მართლა გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის” – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“.

ბოკერიას თქმით, ელისაშვილმა გაიმეორა ძალიან აგრესიული, არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ.

“ბატონ ელისაშვილს თქვენს ეთერში მოუყოლია ამბავი: მეხვეწებოდნენ, რომ გავმდგარიყავი გვერდზეო და იქამდე, ნათქვამი აქვს, რომ ვთანამშრომლობ და მაქვს კონტაქტი ყველა ოპოზიციურ პარტიასთანო. ეს უბრალოდ სიცრუეა. მას ჰქონდა თხოვნა, ოღონდ ამაში არაფერი პრობლემა არ არის, ეს არის ცივილიზირებული და რაზეც შევთანხმდით იყო, რომ მეორე ტურში დავუჭერდით ერთმანეთს მხარს. მან გაიმეორა ძალიან აგრესიული,არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ. თუ თვლის, რომ ჩვენთან დიალოგში შემოსვლა არ არის სირცხვილი და უნდოდა, რომ რაღაც კოორდინაცია ყოფილიყო და მერე ტალახს ესვრი შალვა შავგულიძეს, იმიტომ რომ ჩვენთან ღიად თანამშრომლობს? თუ ვიღაცას უნდოდა, რომ არასაჯაროდ ჰქონოდა პოლიტიკური მოლაპარაკება(რაც ასევე ნორმალურია), მაგრამ თუ მე მელაპარაკები, ურთიერთობაში შემოდიხარ და მერე შალვა შვგულიძეს ესხმი თავს – ეს არის უპატიოსნო პოზიცია“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, იგი კამყოფილი იყო ელისაშვილთან დიალოგით, მაგრამ ამასთან, ელისაშვილის განცხადებას აფასებს, როგორც მძიმეს და არაკორექტულს.

,,ახლა ისეთ მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ არც პირადი წყენების დრო არის, არც ასეთი მძიმე და არაკორექტული შეცდომებისა, როგორიც ბატონმა ელისაშვილმა დაუშვა. ჩვენ თანახმა ვართ თანამშრომლობის ყველასთან, ვინც წითელი ხაზის მიღმა არ არის(წითელი ხაზი: ივანიშვილის კონტროლის ქვეშ ყოფნა, პუტინთან სიარული მოსკოვში და სიძულვილვილის, ძალადობის ქადაგება).“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....