“პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს არა მხოლოდ გამარჯვებაზე, არამედ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც მისი გამარჯვება შესაძლებელია” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშილმა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ის გარემო, სადაც ლადო კახაძე დეპუტატობის ამპლუაში წარმატებას აღწევს, ჰერმან საბოს, გრიგოლ გეგელიასა და ლევან იოსელიანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდება, ხოლო საპირისპირო ვითარებისას კი, შავგულიძის გამარჯვების შემთხვევაში, სამივე ოპონენტის გამარჯვება შესაძლებელი ხდება.
“გარემოში, სადაც ლადო კახაძე დეპუტატი ხდება, ვერასოდეს გაიმარჯვებს ჰერმან საბო, გრიგოლ გეგელია ან ლევან იოსელიანი.
გარემოში, სადაც ამ ჯერზე შალვა შავგულიძე ხდება დეპუტატი, მომდევნო ჯერზე შეიძლება გაიმარჯვოს ჰერმან საბომ, გრიგოლ გეგელიამ ან ლევან იოსელიანმა” – აღნიშნავს ჭიაბერაშვილი განცხადებაში