aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გოცირიძე – მერამდენჯერ მეორდება, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არჩევნებს უკავშრდება.

როგორც გოცირიძემ “რუსთავი 2-ს” განუცხადა, სასწრაფოდ გადასახედია ქვეყნის ბიუჯეტი.

„უკვე მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით, ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას. სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება არარაციონალურად, იფლანგება და იპარავენ უამრავ ფულს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გადამცვლელ ჯიხურებსა და ბანკებში, ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში პიკს მიაღწია.

იტვირთბა....