ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “სამეფო კარის თამაშების” დასრულებას ეხმიანება.
“ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიესალმება ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დასრულებას ვესტეროსში. პატივს ვცემთ ბრენდონ სტარკის არჩევის გადაწყვეტილებას, რაც ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია სამეფოში სტაბილურობისა და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის”. – ვკითხულობთ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდის ინგლისურ ვერსიაზე.
ჯორჯ მარტინის საგის -“ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მიხედვით გადაღებული სატელევიზიო შოუ, “სამეფო კარის თამაშები” დასრულდა, თუმცა ჯორჯ მარტინი კიდევ 2 წიგნის გამოცემას აპირებს.