ლარის კურსის ცვლილებას თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და ლირის გაუფასურებას უკავშირებს – ასე გამოეხმაურა ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
„რასაკვირველია, თუ შეხედავთ, საგარეო ფაქტორებია. ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია. ზუსტად ამიტომ ერთ წელზე მეტია, ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა უცხოურ ვალუტაზე. პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება, რომ ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს, პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამის მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ზღვარის ფარგლებში იქნება.
როგორც ცნობილია დღეს, ლარის კოეფიცინეტი 2.8-ზე ავიდა.