მთავარი ციტატა

“ვწუხვარ, რომ მომიწევს ამ 5 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის მართლება ძირითადად ბერძნებთან…”

“მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ თქვენ არ ინერვიულოთ”

თამთა გოდუაძე, მომღერალი

შეგახსენებთ, თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკა დაიმსახურა. 

იტვირთბა....