ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეორე ტურში გავიმარჯვებ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს” – ლადო კახაძე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ლადო კახაძე, “მეტრონომთან”  საუბრისას არჩევნების მეორე ტურს ოპტიმისტურად აფაებს და აცხადებს, რომ გაიმარჯვებს.

“არჩევნების მეორე ტურის წინ ძალიან კარგი და ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ოპტიმსტური განწყობა ნიშნავს იმას, რომ გავიმარჯვებ” – განაცხადა ლადო კახაძემ.

“მეტრონომთან” საუბრისას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობა და გარემო შეაფასა. მისი თქმით 116 საჩივრიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 საჩივარი დაიწერა თბილისში და ისიც ტექნიკური ხასიათის.

“8 საკრებულო, 5 მერი, 1 მთაწინდის შუალედური არჩვნები – 14 წერტილი და აქედან მხოლოდ 116 სჩივარი. აქედან თბილისში მხოლოდ და მხლოდ 3 საჩვარი დაიწერა, ისიც ტექნიკური ხასიათის. პოლიტიკოსებს ყველაფრის უფლება აქვს ილაპარაკონ, ხშირად ვამბობ, ხატოვნად პოლიტიკოსები იმისთვის არინ, რომ ადამიანებს ტვინი აურიონ. როცა საჩივარი არის და ერთი მხარე ამბობს დარღვევააო, მეორე მხარე ამბობს, რომ უნდა გამოიკვლიოს. გახსოვთ რა თქვა სააკაშვილმა? სად ველოდო მაგის შეფასებას და არიქა რევოლუციაო. ეს უნდა მაგას. დესტრუქციასა და კონსტრუქციას შორის ხალხი აირჩევს კონსტრუქციას. ცალსახად ვამბობ, რომ მე ვარ კონსტრუქტორი, ისინი კი დესტრუქტორები.

მე არ ვიცი ნიკა მელიამ დაგმო თუ არა სააკაშვლის გაცხადება, მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ არ დავანგრიოთ და კონსტრუქციულად მოვიქცეთ, ყველა ასეთ განცხადებას მივესალმები. როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ არ დავანგრიოთ,  ჩვენ ავაშენოთ, ვიბრძოლოთ, მაგრამ არა დანგრევისა და რევოლუციის ხარჯზე – მე ასეთს მივესალმები. ასეთი განცხადებები, რათქმაუნდა განხეთქილების საგანი გახდება, რადგან ერთ ფრთას უნდა მხოლოდ რევოლუცია და სხვაგან თავს ვერ ხედავს”  – განაცხადა ლადო კახაძემ “მეტრონოთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა, რომელშიც ერთმანეთს ” ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი “ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....