ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“21%-ის თქმით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ოცნება” დგას” – NDI

NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37 პროცენტი პასუხობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები პირველი არჩევანის შემთხვევაში ასე ნაწილდება: „არც ერთი პარტია“ – 37 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 21 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 პროცენტი, „არ ვიცი“ – 6 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 6 პროცენტი, „ევროპული საქართველო“ – 4 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 8 პროცენტი.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

იტვირთბა....