ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუზეუმების საერთაშორისო კვირეული კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიება და საგანმანთლებლო პროგრამების აქტივობები გაიმართება. კვირეული 18 მაისს, 12:00 საათზე კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება.

მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას. მიმდინარე წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“. მუზეუმებს შეუძლიათ ადვოკატირება და ზეგავლენის მოხდენა გლობალურ პრობლემებსა და სოციალურ გამოწვევებზე. მუზეუმს, როგორც საზოგადოების განვითარების ეპიცენტრში მყოფ დაწესებულებას, შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს კულტურათა შორის დიალოგს და ხალხთა შორის მშვიდობიან თანაარსებობას, ასევე, შექმნას წინაპირობა მდგრადი განვითარებისათვის.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდება:

18 მაისი, 12:00 საათი – კოტე და სოსო წერეთელის მემორიალური ბინა მუზეუმი

განახლებული სამუზეუმო სივრცის კონცეფცია ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლის სამეცნიერო მუშაობას ეთმობა, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით საქართველოში პირველი სამეცნიერო რეზიდენცია იქნება.

სამუზეუმო სივრცის მეორე ნაწილში, კი მხატვარ სოსო წერეთლის – ნამუშევრების სახელოსნო-ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ბინა-მუზეუმში პირვანდელი სახითაა დაცული ახალგაზრდა მხატვრის ხელით მოხატული სამუშაო ოთახის კედელი.

მუზეუმში გამოფენილია აკადემიკოს კოტე წერეთლის მემორიალური ნივთები, სამეცნიერო მასალები, საოჯახო ნივთები, მხატვარ სოსო წერეთლის ფერწერული ნამუშევრები და მეოცე საუკუნის 80-იანი წლების გახმაურებული საქმის „თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ მასალები, რომლის დოკუმენტური ნაწილიც შსს-ს არქივის დაცული ფონდიდანაა წარმოდგენილი.

მისამართი: დ. უზნაძის ქ. N 2

18 მაისი, 20:00 საათიდან 19 მაისი, 02:00 საათამდე – „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი ფასდაუდებელ ნივთებსა და სამუზეუმო ფონდს აერთიანებს. ღონისძიება, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მასპინძელია, 20:00 საათიდან ელის სამუზეუმო ღონიძიებათა მოყვარულებს და პირველ სტუმრებს პერფომანსში მონაწილეობის მისაღებად. მუსიკალური პერფომანსი „გააგრძლე ტრადიცია“ წარმოადგენს ფალიაშვილისეული მუსიკალური ოჯახის ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც მუსიკის შექმნის, აჟღერებისა და სწავლების პროცესით სუნთქავდა. სახლში ყველაზე ხშირად ქართული ხალხური სიმღერა ჟღერდა. ამგვარ გარემოში იბადებოდა მისი ოპერები, ყალიბდებოდნენ მომავალი მუსიკოსები, კომპოზიტორები და მუსიკის დამფასებლები. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმელებთან ერთად დირიჟორი შიო აბრახამია და თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის წევრები უმასპინძლებენ.

მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. N10

19 მაისი, 20:00 სააათიდან – 20 მაისი ,02:00 საათამდე – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, „თოჯინები და მარიონეტები წარსულიდან“

არქეოლოგიურ აღმოჩენებში თოჯინებისა და სათამაშოების არტექფაქტებს უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია. სათამაშოები და თოჯინები კაცობრიობის ასაკისაა. მასთან ერთად ვითარდება და წარმოდგენას გვიქმნის ადამიანთა დამოკიდებულებებსა და რწმენა-წარმოდგენებზე. სათამაშოები და თამაშები ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სარკეა და ხშირად ამ სამყაროს ფორმირებასაც განსაზღვრავს. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი ოთხმოცწლიან ისტორიას ითვლის და აერთიანებს ხალხური და მხატვრული დედოფლების, მუსიკალური და მექანიკური სათამაშოების, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით შექმნილი თოჯინებისა და სხვადასხვა პიროვნების სამახსოვრო საჩუქრების კოლექციებსა და მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ მასალას. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი აგრძელებს ქართული თოჯინური ხელოვნების ტრადიციას და გელით პერფომანსზე „თოჯინები და მარიონეტები წარსულიდან“, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პერფომანსში და თავად შექმნას და ითამაშოს სხვადასხვა ტრადიციითა და ოსტატობით შექმნილი ნიმუშებით მეთოჯინეებთან, ბაჩო ცანავასთან და ბურნი პავერთან ერთად.

მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. N10

20 მაისი, 20:00 საათიდან – 21 მაისიდან 02:00 საათამდე – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, „გააცოცხლე ეპოქა“

სამუზეუმო სივრცეების ბინადარი მუზები სხვადასხვა ინტერპრეტაციასა და გამოხატვის თავისუფლებაში გვეხმარებიან, მუზეუმის სტუმრებსა და მასპინძლებს შეუძლიათ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ერთად წარმოადგინონ პოეტური პერფომანსი „გააცოცხლე ეპოქა“ და საკოლექციო ნივთების გამოყენებითა და ინტერპრეტაციით ახალი ისტორიები შექმნან. საინტერესოა რა ამბებს ყვებიან სამუზეუმო ნივთები? რა ამბებს იტევს საკოლექციო სარკე და კალამი თუ სხვა დანარჩენი? პერფომანსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოყვნენ თითოეული ნივთისა თუ ექსპონატის ისტორია ეპოქისეული ტრადიციებით და საკუთარი ინტერპრეტაციით, დაარღვიონ დროთა კავშირი და თანამედროვეობაში მოხვედრილ ძველი ნივთის განცდებზე გვესაუბრონ.

მისამართი: ჩახრუხაძის ქ. N17

21 მაისი, 20:00 საათიდან – 22 მაისი, 02:00 საათამდე – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, „ძველი ვალსი“

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გელით მუსიკალურ გამოფენა-პერფომანსზე „ძველი ვალსი“. მუსიკის მოსმენა რიტუალია. ვინილის ფირფიტები კვლავ მოდაშია. რეტრომანია არის მიზეზი, რომელიც ამ ტენდენციას უწყობს ხელს და მისი გამოვლინება ეტყობა თანამედროვე მუსიკოსებს, ხდება კლასიკოსი კომპოზიტორების, ძველი ბენდებისა თუ მუსიკალური ჯგუფების რეფორმირება და წარსულის ანაბეჭდების გაცოცხლება.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმის ფონდში ათობით ვინილი ანუ მუსიკალური ფირფიტებია დაცული, რომელსაც თავად ვახტანგ ჭაბუკიანი უსმენდა. უსმენდა, როგორც კლასიკურ, ასევე საესტრადო და ჯაზის მიმდინარეობებს. წარმოდგენილი გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს მუზეუმის ფონდში დაცული იშვიათი ვინილები და მოუსმინოს ვახტანგ ჭაბუკიანის საყვარელ მელოდიებს, რომლებიც ნათლად აჩვენებს ვახტანგ ჭაბუკიანის მუსიკალურ გემოვნებას. მოსულ სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზთან ერთად, არა მხოლოდ საინტერესო გამოფენა, იშვიათი მელოდიები და სასიამოვნო გარემო, არამედ ბევრი, საინტერესო სიურპრიზიც ელის – კარგი მუსიკა რიტუალია, რომელიც ყოველ დროსა და ეპოქაში თავის ხიბლს არ კარგავს.

მისამართ: დ. აღმაშენებლის გამზ. N 83/23

22 მაისი, 17:00-19:00 საათი, გამოცემის „წერილები წარსულიდან“ პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა, შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც მიმართულია განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებაზე. სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, თითოეულ სახელთან ერთად ეპოქისა და ასწლეულების საფიქრალსაც აერთიანებს, რომელიც ერისა და ქვეყნის ისტორიასაც ქმნის და სამომავლო ნაბიჯებსაც განსაზღრავს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემა – „წერილები წარსულიდან“ სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალების ერთობლიობაა, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. წერილის ერთი აბზაცი კი, ეპოქალური კონტექსტის გააზრებასთან ერთად, ხშირად სტერეოტიპებს, საზოგადოებრივ წესრიგს, დადგენილ წესებსა და აზროვნებასაც ცვლის. გამოცემაში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან, რაც ჩვენი წვლილია ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისამართი: ვაკის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #76, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება – ვაკის მედიათეკა

23 მაისი, 20:00 საათიდან 24 მაისი, 02:00 საათამდე – ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, „ლიტერატურული ხუთშაბათობა – მუზეუმთან ერთად“

ილია ჭავჭავაძის სახლი სტანკევიჩის სახლს წარმოადგენდა. ყოველ კვირა, ხუთშაბათობით, ილიასთან იკრიბებოდნენ არა თუ მარტო რედაქციის წევრები, მთელი ჩვენი დამსახურებული მწერლები, აგრეთვე, ინტელიგენცია. შეიქმნებოდა სჯა-ბაასი, კამათი, პაექრობა. ილია მძლავრი იყო ლაპარაკში. ბოლოს საკითხები თავს ეხვეოდა სამშობლოს. როცა გაჭირდებოდა საქმე რომელიმე საკითხის შესახებ, ილიას გაუშვებდნენ საბრძოლველად. გაიხსენეთ მისი წერილები იანოვსკის წინააღმდეგ – ქართული დროშის შეურაცხყოფის გამო; მეგრული ენის შემოღებაზე სამეგრელოს სკოლებში. მისი სიტყვა მაშინ მეხი იყო – ვკითხულობთ სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებებში.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ლიტერატურული ტრადიციების მოყვარულებსა და მუზეუმის სტუმრებს ელის ტრადიციული „ხუთშაბათობის“ საღამოზე, სადაც თანამდროვე ქართველ მწერლებთან ერთად, მასპინძლობას გაგიწევენ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ მოგონებებსა და ინტერპრეტაციებს სამუზეუმო შთაბეჭდილებებისა და განწყობის შესახებ.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება ილია ჭავჭავძის მემორიალური სახლ-მუზეუმის ახალი პროექტის – სამაგიდო ლიტერატურული თამაშის პრეზენტაცია. ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტებზეა აგებული. ლიტერატურული თამაში შედგება როგორც ნაცნობი, ასევე, უცნობი და საინტერესო ფაქტებისაგან ილიას ცხოვრებიდან.

მისამართი: გ. ჩუბინაშვილის ქ. N22

18 -25 მაისი, საგანმანათლებლო ღონისძიებათა პროგრამა:

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა, სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსებად ქცევა, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმში გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებით დაინტერესებულ პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, რომელიც მათ გაკვეთილებს პირველწყაროზე დაყრდნობით ინფორმაციული კუთხით გაამდიდრებს. საშუალებას მისცემს “გამოიყვანონ” მოსწავლეები სკოლის გაკვეთილების საზღვრებიდან და გახადონ ისინი პროცესის თანამონაწილეები.

დღეისთვის, დედაქალაქის მერიის მუზეუმების გაერთიანება 18-25 მაისის ჩათვლით დაინტერსებულ პირებს ელის მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში უფასო საგანმანთლებლო პროგრამების კვირეულში თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში.
ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი – მისამართი: გ. ჩუბინაშვილის ქ. N22
10:00-11:00 ექსკურსია
11:00-13:00 – „ცოცხალი ნახატები“
13:00-14:00 ექსკურსია
14:00-16:00- „მეათე მუზა“
16:00-17:00- ექკურსია
17:00-19:00- „მარკების საიდუმლო ენა“
19:00-20:00 ექსკუსია

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი – მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. N10
10:00-11:00 ექსკურსია
11:00-13:00 – „ჰიმნი“
13:00-14:00 ექსკურსია
14:00-16:00- „გოლოვინი..ოპერიდან ოპერამდე“
16:00-17:00- ექკურსია
17:00-19:00- „მოკლე ჩართვა“
19:00-20:00- ექსკუსია

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი – მისამართ: დ. აღმაშენებლის გამზ. N 83/23
10:00-11:00 ექსკურსია
11:00-13:00 – „ო, მოდა მოდა“
13:00-14:00 ექსკურსია
14:00-16:00- „ნიღბების ისტორია“
16:00-17:00- ექკურსია
17:00-19:00- „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“
19:00-20:00- ექსკუსია

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი – მისამართ: ზანდუკელის ქ. N1
10:00-11:00 ექსკურსია
11:00-13:00 – „საბეჭდი მანქანის ისტორია“
13:00-14:00 ექსკურსია
14:00-16:00- „დროშები გვიამბობენ“
16:00-17:00- ექკურსია
17:00-19:00- „დროში მოგზაურობა“
19:00-20:00 ექსკუსია

საგანმანათლებლო ცენტრი – მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. N10
11:00-13:00 – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი – „ხელოვნების მახე“- საგანმანათლებლო ცენტრი
13:00-15:00 – „ნინგიო-იაპონური თოჯინა“
15:00-17:00- „თოჯინების ისტორია“
17:00-19:00- „საგაზაფხულო ვორკშოპი“

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი – მისამართი: ჩახრუხაძის ქ. N17
10:00-11:00 ექსკურსია
11:00-13:00 – „კედლების ენა“
13:00-14:00 -ექსკურსია
14:00 – 15:00 -სალონური მუსიკა კვინტეტის შესრულებით (მუსიკალური ათწლედი)
15:00- 17:00 – „გააცოცხლე ექსპონატი“.
17:00-19:00- „ცის მზომელები“
19:00-20:00- ექსკურსია

იტვირთბა....