ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს სანქციებს. როგორც პოპულარული გამოცემა The Wall Street Journal წერს, “თეთრი სახლის” მხრიდან კრემლისა და ჩეჩენი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ახალი სანქციის დაწესება ინფორმატორების მკვლელობას უკავშირდება, რომლებიც პუტინის მთავრობას სამართლიანად აკრიტიკებდნენ.
“სანქცია, რომელიც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დააწესა, მიმართულია 2 რუსი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან. ის რუსეთის ციხეში მკვდარი მას შემდეგ იპოვეს, რაც რუსი ჩინოსნები ამხილა. სანქციის მიხედვით, შავ სიაში შეყვანილები არიან ჩეჩენი ჩინოსნებიც, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში. ნემცოვი 2015 წელს კრემლის შენობასთან ახლოს მოკლეს.” – წერს The Wall Street Journal.
“ჩვენ გვექნება ადექვატური რეაქცია და საპასუხო ნაბიჯები ამ სანქციების მიმართ” – ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა ნიკოლაი ლახონინმა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შავ სიაში მოხვდნენ, მაგნიტსკის საქმეზე – ყოფილი გამომძიებელი ელენე ტრიკულია, რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე გენადი კორლოვი და ნემცოვის საქმეზე – რამზან კადიროვის მარვენა ხელად ცნობილი, რუსლან გერემეევი, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ნემცოვის მკვლელობის საქმის სავარაუდო ორგანიზატორად სახელდება.