„მე ბატონ გოგას [ქობულია] დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის, ის იყო ჩემი კოლეგა რამდენიმე თვის განმავლობში. ჩვენ, ასევე ახალგაზრდობაც გვაკავშირებს, ერთი და იგივე სკოლა დავამთავრეთ. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მისი ხილვა პარლამენტში, მაგრამ ყველა მინისტრი და ყოფილი მინისტრი არჩევანში თავისუფალია. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, – თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ, ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, მას არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“.
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი