“დღეს 17 მაისია, ჰომოფობიის, ანუ ლგბტიქ ადამიანების მიმართ სიძულვილის, მიუღებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის მებრძოლ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უარყოფენ საკუთარი ოჯახები, საზოგადოება. ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში თრგუნავენ საკუთარ იდენტობას და სევდიანად უყურებენ მათ დებს, ძმებს, დედებსა და მამებს, როგორ ემზადებიან ყოველი წლის 17 მაისის დილას, ლგბტიქ ადამიანების დასამცირებლად, შეურაცხყოფისთვის, სიძულვილისთვის, ქუჩაში ტრანსფარანტებით და ჭინჭრებით სარბენად.
კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ამ ბოღმის ნთხევას, სადაც არავინ იღიმის, სადაც არავის არაფერი უხარია, სადაც ყველა მტერს ეძებს, რათა სცემოს, აგინოს, მოერიოს, დაამციროს, დღესასწაული – ოჯახის სიწმინდის დღე დაერქვა სახელად”
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე; სოციალური ქსელი;