ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გადაიაროს არჩევნებმა, ვფიქრობ, ამ საკითხს მივუბრუნდებით – ჩუგოშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარიცხვაზე

“ვფიქრობ, ამ საკითხს მივუბრუნდებით”, – ასე უპასუხა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაცაის პარტიიდან გარიცხვის შესახებ დასმულ შეკითხვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, ზუგდიდში ძალიან დაძაბული ვითარებაა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს მივუბრუნდებით, გადაიაროს არჩევნებმა. ძალიან დაძაბული ვითარებაა ახლა ზუგდიდში, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩანს ეკრანებიდან. შესაბამისად, ალბათ ამაზე საუბრის დროც მოვა”, – თქვა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 მაისს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თინა ბოკოჩავას შესახებ, Facebook-ის პირად გვერდზ სექსისტურიგანცხადება გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი წაშლა.

“მიშამ პარლამენტში…” – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინა ბოკუჩავას მიმართ, დისკრიმინაციული განცხადება გამოაქვეყნა 

იტვირთბა....