ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: საქართველოში ოჯახური ფასეულობები იყო, არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში ოჯახური ფასეულობები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს იყო ასე, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.

მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით.

„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით, საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ეს იყო ასე, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

იტვირთბა....