“მოგესალმებით, ჩემთვის ძვირფასო საზოგადოებავ, მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს ჯერჯერობით ვერ შევძელი და ვაგრძელებ ჩემს და ჩვენს ერთობლივ ბრძოლას, იმისთვის, რომ დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა ისევე ამ ქვეყნის ახალგაზრდობა ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის ექნება სურვილი და პერსპექტივა ებრძოლოს ბოროტებას. ვიცი, გაჩნდება ეჭვი – აგერ, მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა… ამიტომ, ჩვენ ერთად მივალთ იმ სიმართლემდე.
მოვუწოდებ ქისტებს, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგევარ, ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას, არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს და ჩემი თხოვნა იქნება, თითეულისთვის: არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირო თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ ეს. ვუსურვოთ წარმატებები, ჩვენივე ოჯახებიდან .
მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას, ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია”.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ფოტო: მზია საგანელიძე