“რესპუბლიკური” პარტიის წევრი თამუნა კორძაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტქ აქტივისტების უფლებები დაცული არაა.
კორძაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები, რომ ყველას გამოხატვის უფლებებს დაიცავენ, საკმარისი არაა.
“პირველ რიგში, ლგბტქ აქტივისტებმა აქციაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ მათი უფლებები დაუცველია. დაიკავა სივრცე მთლიანად უმრავლესობამ და უმცირესობისთვის არანაირი ადგილს არ ტოვებს. რატომ გამოდიან ეს ადამიანები და ჰომოფობიის წინააღმდეგ ხმამაღლა რატომ არ საუბრობენ, ამაზე პასუხი, ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგვცეს. მხოლოდ ის განცხადებები, რომ ყველას გამოხატვის უფლებას დაიცავენ, საკმარისი არ არის. მთავარი ის არის, რომ დღეს ლგბტქ ადამიანებს არ სჯერათ ხელისუფლის უნარიანობის, რომ მათ დაიცავენ საჭიროების შემთხვევაში – ამიტომ არ გამოდიან. შესაბამისად, ლგბტქ აქტივისტების უფლებები დაცული არაა”, – აცხადებს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.