ტაივანი აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინება ლეგალური გახდა.
ტაივანის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარლამენტმა გადაწყვეტილება 2017 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო, რომელმაც დაადგინა, რომ გეი ქორწინება კანონიერია. ხელისუფლებას საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ორწლიანი ვადა ჰქონდა.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტმ იმის მიუხედავად მიიღო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა.