როგორც BBC იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახალი სისტემა ახალგაზრდებზე მორგებული იქნება. ამასთან, უპირატესობა მიენიჭებათ განათლებულ და ინგლისურად კარგად მოსაუბრე ადამიანებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ამჟამად არსებული სისტემის ნაკლოვანებაზე, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავს შეერთებულ შტატებში.
არ არის გამორიცხული, “მწვანე ბარათის” მიღების პროცედურაც შეიცვალოს და აქცენტი გაკეთდეს მერიტოკრატიაზე, ანუ უნარების მიხედვით შერჩეულ პერსონებზე მოხდეს აქცენტირება.