რომის მასტერსზე ოთხშაბათს მოსული წვიმის გამო არც ერთი შეხვედრა არ გამართულა. ამის გამო ბევრ ჩოგბურთელს ხუთშაბათს უწევს ორი მატჩის გამართვა. ერთ-ერთი ასეთია ესპანელი რაფაელ ნადალი.
ნადალი მერვედფინალში გავიდა, სადაც ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრები ორ მატჩს ითვლის: 2017 წელს, როლან გაროსზე ესპანელმა 6:0, 6:1, 6:0 მოიგო, შარშან აშშ-ის ღიაზე ასევე ნადალმა გაიმარჯვა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4.
ბასილაშვილისა და ნადალის შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.