“ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას”.
ბაია პატარაია, “საფარის” დამფუძნებელი
პატარაია ამ განცხადებით გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაციას დისკრიმინაციულ პოსტს, რომელიც ენმ-ის დეპუტატს, თინა ბოკუჩავას ეხებოდა.