პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გორში მოკლული 9 წლის მოზარდის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.
მისივე თქმით, ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ტელეფონიდან დაკავებამდე წაშალა ჩანაწერი, რომელიც რომელიც არასრუწლოვანთან სექსუალურ ხასიათის ქმედებას ადასტურებს, თუმცა პროკურორის თქმით, ჩანაწერი აღდგენილია.
„სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი.
ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა”, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედება ედება ბრალად.