საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის და ახალ იდეას აჟღერებს, რომლის განხორცილებასაც ახლო მომავალში გეგმავს.
“მე გადავწყვიტე ჩავწერო როლიკების სერია – “რეფორმები 5 წუთში”, სადაც იქნება რჩევები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები სწრაფად უკრაინაში” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკის დახმარება სჭირდება და ის მზადაა დაეხმაროს იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაჰპირდა.