ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-მ ვენესუელასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა

აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ 15 მაისს გამოსცა ანკარგულება, რომ ამერიკის შეერთებუომა შტატებმა ენესუელასთან ყველა საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა

უწყებაში აცხადებენ, რომ ვენესუელის აეროპორტებში ქაოსია.

უსაფრთხოების გამო დიდმა საერთაშორისო გადამზიდმა კომპანიებმა ვენესუელაში ფრენა დიდი ხანია შეაჩერეს. თუმცა რამდენიმე ვენესუელური ავიაკომპანია ბოლო მომენტამდე ფრენებს ახორციელებდნენ.

ტრანსპორტის სამინისტრომ საჰაერო მიმოსვლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეაჩერა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვენესუელაში თვითმფრინავების, მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ვენესუელურმა ავიაკომპანია Laser Airlines-მა განაცხადა, რომ კარაკასი-მაიამის რეისის შესრულებას გააგრძელებს, თუმცა დამატებით დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩაფრინდება

იტვირთბა....