ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე რუსული ვერტმფრენის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტიც განიხილება.
განსახილველ საკითხს შორის არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე.
საუბარი იქნება, ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 13 მოქალაქე იყო უკანონოდ დაკავებული.
„დღევანდელ შეხვედრაზე 14 საკითხი იქნება განხილული. საუბარი იქნება იმ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. მათ შორის, ჩვენ ვისაუბრებთ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე” – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.