იტალიური მედიის ინფორმაციით, პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს.
ინციდენტი კალსას რაიონში ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქართველ ტურისტსა და იტალიელ იურისტს თავს ხუთი პირი დაესხა.
ბოროტმოქმედები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული და ძვირფასი ნივთები გასტაცეს.