ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მას, დისკუსიის დროს, მმართველ გუნდში “უცხო სხეული” უწოდეს.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა.
„არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. ქალბატონო ნატო, მგონი თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული,“ – მიმართა ქობულიამ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
დღეს, პარლამენტში იმართება გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები: ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი. შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის ყოფილი წევრებიც.