ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ავიაკომპანიებთან პირდაპირ რეისებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ირლანდიურ, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია.
“სამოქალაქო ავიაციაში წინ წავიწიეთ დამატებითი პირდაპირი რეისების თვალსაზრისით. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ რეისებზე. “რაინეართან”, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი,” – განაცხადა ქობულიამ.