“მეტრონომმა” საკუთარ გვერდზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვა 8 აპრილიდან 14 მაისამდე ჩატარდა და მასში 24 805 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვაში 1 მომხმარებელს, მხოლოდ ერთხელ შეეძლო, მიეცა ხმა.
აღსანიშნავია, რომ ხმას არამხოლოდ მთაწმინდის ოლქში მცხოვრები პირები აძლევნენ , არამედ სხვა დაინტერესებული პირებიც.
გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:
შალვა შავგულიძე – ბლოკი “თავისუფალი დემოკრატები – ევროპული საქართველო” 21%;
ლადო კახაძე – “ქართული ოცნება” 20%;
ჰერმან საბო – “გირჩი” 19%;
არავის 14%;
კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი 9%;
სოფო ხორგუანი – დამოუკიდებელი კანდიდატი 5%;
ლევან იოსელიანი – “სამოქალაქო მოძრაობა” 2%;
გიორგი ანდრიაძე – საინიციატივო ჯგუფი 2%;
მთაწმინდის ოლქში გასამართი არჩევნები და გამოკითხვის შედეგები შევაფასებინეთ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს.
ხუხაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია.
“ხელისუფლებას ბაბილონის გოდოლის პინციპითა და დომინოს ფიგურებით აქვს სისტემა აშენებული. ერთი ქვაც, რომ გამოაცალო ყველაფერი იშლება. მათთვის, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფსი გახდა. ასეთი მანკიერი კონფიგურაცია აქვთ. შესაბამისად, ისინი არაფერს არ ერიდებიან საარჩევნო პროცესში და ზუგდიდშიც ვიხილეთ ამის მაგალითი.
მთაწმინდაზე ამის გაკეთება რთულია. მთაწმინდის ოლქში გამოკვეთილი ვითარებაა არ არის და გამიჭირდება არჩევნების შედეგების პროგნოზირება. შალვა შავგულიძე ჩემთვის ძალიან გამოცდილი და სიმპათიური კანდიდატია. მისი ერთადერთი “კომპრომატი” არის ის, რომ თურმე ხელისუფლების რიტორიკით დაუკავშირდა იმ ადამიანებს (გირგვლიანის მკვლელებს) რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის სისტემას ემსახურებდნენ. მეც, რომ გითხრათ შავგულიძის გადაწყვეტილებით ნასიამოვნები არ ვარ, მაგრამ ის ყველაზე საინტერესო კანდიდატია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ წარნოუდგინა კანდიდატი, ასევე პატივსაცემი, მაგრამ რბილად, რომ ვთქვათ საკამათო პოლიტიკური წარსულით”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.