ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუგდიდში ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია” – დანელია

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ თუ სადმე რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იქნება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად.

მისი თქმით, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია.

„ვფიქრობ, ეს აბსურდული ბრალდებაა ზოგადად, რადგან მმართველ გუნდს ზუგდიდში ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. გეგა არის ძალიან წესიერი ადამიანი, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არის თავისი საქმის პროფესიონალი, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან აბსურდული ბრალდებები, მაგრამ თუ სადმე რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იქნება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის”  წევრებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

იტვირთბა....