ევროვიზიაზე საქართველოს კონკურსანტმა, ოთო ნემსაძემ, რომელიც პირველი ნახევარფინალის შემდეგ კონკურსს გამოეთიშა, სოციალური ქსელით მხარდამჭერებს მიმართა.
„ბოდიში, მადლობა, მიყვარხართ”, – ამბობს მომღერალი ვიდეომიმართვაში.
ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის პირველ ნახევარფინალზე იმღერა, თუმცა ფინალში გადასულ ათ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა.