საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა და
დედაქალაქ ნურ-სულთანში ყაზახეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სენატის თავმჯდომარეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის სოფლის მეურნეობის და სოციალურ-შრომით სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
16 მაისს ბახტაძე ასტანის მე-12 ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ღონისძიებაში ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და საერთაშორისო სავალუტო ფონდიპს დირექტორი კრისტინ ლაგარდი მონაწილეობენ.