Adjara Group Hospitality-ს გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ გადაცემა ფორბსის კვირაში ისაუბრა და განაცხადა, რომ აჭარა ჯგუფი სათამაშო ბიზნესიდან გასვლას გეგმავს.
კომპანიამ ამ მიზეზით სასტუმრო სტამბაში მდებარე სამორინე ავიატორი რამდენიმე თვის წინ დახურა. ამას წინ უსწრებდა აჭარა ჯგუფში შემავალი აჭარაბეთის 51%-იანი წილის გაყიდვა. ირლანდიურმა კომპანიამ Paddy Power Betfair თებერვალში ის 115,4 მილიონ ევროდ იყიდა. კომპანიამ იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ 49%-ს მომავალი სამი წილს განმავლობაში შეისყიდის.
კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და მათი მიზანია, სათამაშო ბიზნესი სრულად დატოვონ. ის განმარტავს, რომ მიღებული თანხებით კომპანია აპირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებას და ახალი სასტუმროების მშენებლობას, მათ შორის ქვეყნის გარეთაც