მემარცხენე აქტივისტი ბექა კუპრაძე სოციალურ ქსელში კოსტავას გამზირზე მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
“კიდევ ერთი მუშა ჩამოვარდა კოსტავას ქუჩის მშენებლობიდან და დაიღუპა.
რაღა უნდა ვქნათ, კიდევ დავუჩოქოთ ბიძინას და ვევედროთ სიცოცხლის უფლების დაცვა თუ ხელკეტებით მივადგეთ დავამტრვიოთ ყველაფერი!?
მართლა რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და როდემდე უნდა გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა.
დაღუპული ადამიანები მხოლოდ სტატისტიკას ქმნიან, ვსხედვართ და ვითვლით გვამებს”, – წერს კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.