ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ წუთებში დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართულ და აზერბაიჯანულ მხარებს შორის შეხვედრა იმართება

ამ წუთებში დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართულ და აზერბაიჯანულ მხარებს შორის შეხვედრა იმართება. შეხვედრა ბაქოში მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია, ხელმძღვანელობს. კომისია, რომელიც 20  წევრისგან შედგება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაისში დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს.

ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი, დავით გარეჯი, მდებარეობს.

იტვირთბა....