“რაც ზუგდიდში ხდება, არის ქართული სახელმწიფოს, თითოეული მისი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელი. არაფერი გვაშორებს ცივილიზაციასა და პროგრესს ისე, როგორც ხელისუფლებისგან, სკამების შენარჩუნების მიზნით, მხარდაჭერილი მოძალადეები, რომლებიც არჩევნებისადმი საზოგადოების რწმენას და მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესს მუშტიკრივით ებრძვიან.
ეს ყველაფერი მათ შორის არის ტესტი პოლიციისთვის. პოლიტიკურად მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოები დღესვე მიუჩენდნენ მოძალადეებს ადგილს იქ, სადაც იმსახურებენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ პოლიცია საკუთარ “ბრჭყალებს” მხოლოდ მაშინ გამოაჩენს ხოლმე, როცა კირკიტაძე შეახტება ავტობუსში მყოფ პოლიციელს ფეხებით.
არ არსებობს ამ პროცესში ორი მხარე. არსებობენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეები და ძალადობის მსხვერპლნი (მათ შორის ჟურნალისტები).
ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ან ძალიან ძვირი დაგვიჯდება ჩვენ და ჩვენს ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას”
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე; სოციალური ქსელი;