შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინოს.
გიორგი გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს.
“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი.
კიდევ ერთხელ იმეორებ, რომ შინაგან საქმეთა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.