ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შსს ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი” – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის პასუხად განაცხადა, რომ შსს ებრძვის ნარკოდანაშაულს და ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი.

„თავის დროზე, გავეცი დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, შს სამინისტრო იქნება პასუხისმგებლიანი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყება რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, ნარკორეალიზატორს, ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იგივე დაპირებას გავცემ – ვიქნები აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორი, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება, მეორე მხარე არ გადადგამს ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად, შსს ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი.

იტვირთბა....