ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა.

„მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა“, – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  კონფერენცია მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....