ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა შავგულიძე: სულხან მოლაშვილის საქმეზე, კეთილსინდისიერად შევასრულე საადვოკატო უფლებამოსილება, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კი ჩემი საკითხია

“მე, სულხან მოლაშვილის საქმეზე, ისევე, როგორც სხვა საქმეებზე, კეთილსინდისიერად შევასრულე ჩემი საადვოკატო უფლებამოსილება”, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შვგულიძემ  “მეტრონომის” შეკითხვის – “რას უპასუხებდით შალვა შავგულიძის მამას, რომელიც ამბობს, რომ თქვენ მისი შვილის მკვლელების პარტიაში წახვედით”,  საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური საქმიანობა მისი საქმეა.

“მე, სულხან მოლაშვილის საქმეზე, ისევე, როგორც სხვა საქმეებზე, კეთილსინდისიერად შევასრულე ჩემი საადვოკატო უფლებამოსილება, ხოლო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ჩემი საკითხია”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, შალვა შავგულიძე მთაწმინდის მაჟორიტარად კენჭს “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო ბლოკიდან იყრის. რასაც სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„ადამიანს სიკეთე არასდროს უნდა დაუკარგო, მაგრამ ცუდიც უნდა დაინახო. სიტყვა „ნაციონალები“ ჩემთვის ალერგიას ნიშნავს. ვინც მათ გვერდით დადგება, ყველა ჩემი შვილის მკვლელია. შალვა შავგულიძემ სოსო ბარათაშვილთან ერთად, ბევრი იბრძოლა სიმართლისთვის, მურუსიძეს და მთლიან წრეს, რომლებიც სულხანის საქმეში იყვნენ ჩართულები, სტრასბურგის განაჩენით, თავზე დაახია ყველა უკანონობა, მაგრამ შავგულიძე წავიდა იმ პარტიაში, სადაც ჩემი შვილის მკვლელები არიან”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....