“ლგბტ თემი არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან. არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა, წერტილი. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღი და ნორმალური აზრი და ვისაც რაც არ უნდა არაპოპულარულად მოეჩვენოს, არ დავეძებ იმიტომ, რომ ჩაგვრა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრა და განსაკუთრებით ამ ნიშნით. ეს არის უსინდისობა და ყველა, ვინც ჩაგრავს, ლურსმანს არჭობს ქრისტეს იმიტომ, რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე ჩაგრულების მხარდასაჭერად და ვინც დაჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში”.
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა tbilisi pride-ზე საუბრისას; წყარო: პორტალი “კვირა”;