“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრა, თეა წულუკიანმა პასუხად კითხვაზე, თუ რატომ ეთქვა მერაბიშვილს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაცვის მხარეს ჩაბარდა, სადაც მიზეზიც არის მოცემული.
„ასეთი იყო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჩაბარებული აქვს უკვე და მოტივაციაც შეგიძლიათ იქ იხილოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაიკითხოს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ერთადერთი ნაწილია, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა.
მიმდინარე წლის აპრილში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა