ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: პოლიტიკაში მხოლოდ ტრენინგებით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც ქარტეხილების სწავლა

დამოუკიდებელი დეპუტატის, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას შფასებით, პოლიტიკაში მხოლოდ ტრენინგებით, სწავლების რამდენიმედღიანი კურსით არც თავის დამკვიდრება ხდება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა.

ბესელია ამ განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმების საკითხს, კერძოდ კი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ მიმინოშვილის პარტიის წევრებს გადაამზადებს.

„ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი. საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის, რა ვითარება და სურათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარების, რაც ქვეყანაშია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება. ოფისში ვინ დასაქმდება, გარწმუნებთ, რომ ამით ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ იცვლება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....