ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკილაშვილების სახლს, სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი  ჯერ სახლის სახურავს დეაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კახეთში სეტყვა იყო. მათი თქმით ჭურვის დაცემის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა.

კიკილაშვილების ოჯახში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიც იმყოფებოდა. როგორც გოგი გოგილაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სახლი მცირედით არის დაზიანებული, მაგრამ მერიამ ოჯახს დახმარება მაინც შესთავაზა.

ჭურვის ჩამოვარდნის ადგილი დაათვალიერა პოლიციამაც. როგორც ოჯახში აცხადებენ, ნაპოვნი ფრაგმენტები სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ექსპერტიზაზე წაიღეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

იტვირთბა....