საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მახათას მთაზე დაიწყება კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა.
„უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას.
დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.
დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს, მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კიდევ ერთხელ მსურს, სრულაიდ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.