ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს მახათას მთაზე მდებარე ტაძარი აკურთხეს

დღს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსი ხსენების დღესთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება.

ამ წუთებში მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევა მიმდინარეობს. იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები ესწრებიან.

იტვირთბა....