ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურქულმა მხარემ უკვე მიიღო ხზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას” – ელჩი

თურქულმა მხარემ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია“, – განაცხადა ელჩმა.

„თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია“, – განაცხადა ელჩმა.

ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოს აშენების შესახებ ინფორმაცია ქართველმა ისტორიკოსმა, ბუბა კუდავამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა.

“საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან! X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!” – წერდა კუდავა 15 საათის წინ, თუმცა ამ წუთებში ისიც წერს სამუშაოების შეწყვეტის შესახებ:

“სულ ბოლო ამბები დოლისყანიდან:

ტაძართან მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს, თურქეთში საქართველოს ელჩი – ბატონი Giorgi Janjgava და საელჩოს მრჩეველი დიანა მალაზონია დაუკავშირდნენ ყველა შესაბამის უწყებას და მიაწოდეს ინფორმაცია დოლისყანაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

დღეს, სულ ახლახან, დოლისყანაში ჩავიდნენ შესაბამისი უწყებების თანამშრომლები. როგორც გაირკვა, ტაძრის კარიბჭეში ტუალეტის მოწყობა სოფლის ინიციატივა ყოფილა. მათი წარმოდგენით, საპირფარეშო ტურისტებს მოემსახურებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს.

როგორც ელჩს აცნობეს, სამუშაოები უკვე შეწყვეტილია.

დიდი მადლობა ქართველ ტურისტებს, რომლებმაც გულთან მიიტანეს შექმნილი მდგომარეობა და მომაწოდეს ინფორმაცია.

დიდი მადლობა ბ-ნ გია ჯანჯღავას და ქ-ნ დიანას – მყისიერი რეაქციისთვის, პროფესიონალიზმისთვის.

განსაკუთრებული მადლობა თურქეთის ქართველებს, თურქეთის სხვა მოქალაქეებს, რომლებმაც გულთან მიიტანეს პრობლემა და თავისი წვლილი შეიტანეს საკითხის მოგვარებაში (ვიცი არაერთი ასეთი ადამიანი, რომლებმაც თავის მხრივ ხმა მიაწვდინა ადგილობრივ სამხარეო ხელისუფლებას).

მოკლედ, ცუდი ამბავი, მაგრამ კარგი გაგრძელება”, – წერს კუდავა.

იტვირთბა....